Saturday, November 15, 2014

ხათუნა მელიქიძის პროექტის პორტფოლიო

მეცხრე დღის პორტფოლიო

მეტად საინტერესო იყო ტრენინგის ბოლო დღე. შევამოწმეთ ჩვენი საქაღალდე და გავასრულყოფილე. გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.
გული მწყდება, ასე მალე რომ დამთავრდა. ტრენინგის ყველა დღე ნაყოფიერი იყო.რაც შეეხება, ჩემს მოლოდინს, ნამდვილად გაამართლა. ყველაფერის გაკეთება შევძელი, რა თქმა უნდა, ტრენერის მხარდაჭერითა და დახმარებით.

Sunday, November 9, 2014

მერვე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო დღე იყო. გავეცანით დიფერენცირებულ სწავლების მეთოდებს და მოუსმინეთ ჩვენ ერთე-ერთ მსმენელს, სპეც. მასწავლებელს, რომელსაც მომზადებული ჰქონდა მეტად საინტერესო პრეზენტაცია სსსმ-ს შესახებ. ასევე გავეცანით დროის მენეჯმენტს და ჩვენი პროექტის გეგმა გავწერეთ დროში და გავასრულყოფილეთ.

Saturday, November 8, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო, გავიზიარეთ ერთმანეთის მოსწავლეთა პრეზენტაცის ნიმუშები, ძალიან მომეწონა ჩემი კოლეგების ნამუშევრები, მივაწოდე მათ ჩემი შენიშვნები და აღვნიშნე ის,რაც კარგი იყო. ტრენერის დახმარებით დავწერე დასკვნა. 

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშს, მოვიძიეთ სურათები და მასალები ჩვენი პრეზენტაციისათვის და დავიწყეთ პრეზენტაციის გაკეთება საკუთარ თემებზე.

Sunday, November 2, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

 ტრენინგის მეხუთე დღე საინტერესო იყო და თან რთულიც. პროექტზე მუშაობისას   მოსწავლე უნდა შეფასდეს მრავალმხრივ. ამიტომ მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ, როგორც განმავითარებელი,ისე განმსაზღვრელი შეფასება.

  ვისაუბრეთ შეფასების სტრატეგიებზე. ტრენერმა გაგვაცნო  შეფასების 
მეთოდები და ამოვირჩიეთ ჩვენი პროექტისათვის შესაბამისი.

Sunday, October 26, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

  ვისწავლეთ მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების იდენტიფიცირება: ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებად.ჩემს პროექტს შევუსაბამე კითხვები და გადავიტანე ჩემს გეგმაში. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან უფრო ადვილია პროექტზე ამგვარი მუშაობა.
    ავირჩიეთ პროექტის დაწყებამდე მოსწავლეთა ცოდნის მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტები. ყველა ინსტრუმენტი ძალიან მომეწონა, მაგრამ ჩემი პროექტისთვის მხოლოდ ორი ავირჩიე.

მესამე დღის რეფლესია

ტრენინგი დავიწყეთ ურთიერთგაცნობით. პირველ დღეს ტრენერმა გაგვაცნო ინტელის კურსის მთავარი მიზნები.გვესაუბრა ტექნოლოგიებით გამდიდრებულ სასწავლო პროექტზე, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაზე.განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონი და პორტფოლიოს ჩეკლისტი.
     ტრენინგის მეორე დღე ძალიან საინტერესო იყო.შევისწავლეთ ბუკლეტების დამზადება სპეციალურ პროგრამა ''publisher"-ში.ძალიან მომეწონა ეს პროგრამა და გამოვიყენებ შემდგომში მიზნობრივად.

Saturday, October 25, 2014

I მოდულის რეფლექსია